вторник, 25 ноября 2008 г.

ბეღურები 11
















I. პროექტის სახელი: ბეღურები
II. პროექტის ხელმძღვანელი:
გორის #11 საჯარო სკოლის შრომის მასწავლებელი ნანა ციცაგი.
III. პროექტის მონაწილეები:
1.ადვაძე თამარ VI კლასი
2.მოციქულაშვილი გიორგი VI კლასი
3.გიგაშვილი მარიამ VI კლასი
4.ყველაშვილი ჯუმბერ VI კლასი
5.ხეჩუაშვილი თამარ VI კლასი
6.მამუკაშვილი ვასილ VI კლასი
7.ლაცაბიძე ნათია VI კლასი
8.ცოტნიაშვილი ალეკო VI კლასი
IV. პროექტის განხორციელების ვადები:
18.11.2008 – 02.03.2009.
V. გეგმა
1.პროექტის ძირეული განხილვა - პროექტზე მომუშავე ჯგუფი
10.11.08 - 28.11.08
2.პრობლემების გადაჭრის გზების ძიება -ლაცაბიძე ნათია,მამუკაშვილი ვასილ, ყველაშვილი ჯუმბერ
20.11.08 - 20.12.08
3.მოძიებული მასალების წარმოდგენა - ცოტნიაშვილი ალეკო, ხეჩუაშვილი თამარ
20.12.08 - 20.01.09
1.დღიურის წარმოება - გიგაშვილი მარიამ, ყველაშვილი ჯუმბერ
22.12.08 - 10.01.09
2.ინტერვიუს ჩაწერა - ადვაძე თამარ, მოციქულაშვილი გიორგი
25.12.08 - 30.01.09
3.გამოფენის მოწყობა - ხეჩუაშვილი თმარ, მამუკაშვილი ვასილ
15.02.09 - 20.02.09
4.კედლის გაზეთის გამოშვება - ლაცაბიძე ნათია, ცოტნიაშვილი ალეკო
10.02.09 - 20.02.09
5.ვებ-ბლოგის შექმნა და მასზე ინფორმაციისა
და სურათების განთავსება - ცოტნიაშვილი ალეკო, ადვაძე თამარ
25.02.09
6.ბლოგის ლინკის გაგზავნა ფასილიტატორთან - მამუკაშვილი ვასილ, გიგაშვილი მარიამ
26.02.09 - 02.03.09

შევიკრიბეთ პროექტზე მომუშავე ჯგუფი და მოვაწყვეთ დისკუსია, რა სახით გაგვეგრძელებინა მუშაობა.
გავინაწილეთ როლები და შევუდექით საქმეს. გავაკეთეთ ბუდრუგანები ფრინველებისათვი და სკოლის ეზოში მდგარ ხეებზე მივამაგრეთ. გაზაფხულდა, და ხანგრძლივი ფრენის შემდეგ ნახევრად მშიერ ფრინველებს ველოდებით, ამიტომ მათ საკენკზეც ვიზრუნეთ და თითოეული ბუდრუგანა მარცვლეულით სავსე დავახვედრეთ. ეს ყველაფერი ჩვენტვის სახალისო აღმოჩნდა, სიამოვნებაც მივიღეთ და სასარგებლო საქმეც გავაკეთეთ.














გავიგეთ, რომ სკოლასთან ახლოს ცხოვრობს მოხუცი ქალბატონი, რომელიც ჩვენი სკოლის ყოფილი პედაგოგია, ერთ დროს ძალიან ავტორიტეტული და წარმატებული, მაგრამ დღესდღეობით ისე გაჭირვებული, რომ მოწყალე ადამიანების იმედად არის დარჩენილი. ჩვენც არ დავაყოვნეთ, შევაგროვეთ ყველა ის სურსათი, რაც აუცილებელია ადამიანის არსებობისათვის, ასევე ტკბილეული, მოხუცებს რომ ასე ძალიან უყვართ, და ვესტუმრეთ სახლში. იქ გაცილებით მძიმე სურათი დაგვხვდა, ვიდრე ველოდით. შევეცადეთ მოხუცი ცოტა ხნით გამოგვეყვანა მდგომარეობიდან და გავახსენეთ ის წლები, როცა ჩვენს თანატოლებს ასწავლიდა. თავიდან ცოტა დაიმორცხვა, მაგრამ მალე გაგვიშინაურდა და პედაგოგისთვის ჩვეული საუბარიც გამართა. ბოლოს დავემშვიდობეთ და მომავალშიც შევპირდით დახმარებას.







ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ ვაწარმოეთ დღიურები, გავაკეთეთ მოკლე ჩანახატები, გადავიღეთ ფოტოები და გამოუშვით კედლის გაზეთი.




დასასრულს გავუზიარეთ ჩვენი გრძნიბები თანატოლებს და გავმართეთ დისკუსია ამ თემის ირგვლივ. შედეგმაც არ დააყოვნა: ბევვრმა ჩვენმა მეგობარმა გამოთქვა სურვილი მიეღო მონაწილეობა ამ კეთილშობილურ საქმეში და დახმარებოდა მიუსაფარ ბავშვებსა და მოხუცებს. ჩვენ დავსახეთ სამომავლო გეგმები, გაზაფხულზე კვლავ ვესტუმრებით მოხუც ქალბატონს და არა მარტო მას, ჩვენს გარშემო ხომ ამდენი გაჭირვებული ბავშვია.
ასე რომ, ვფიქრობთ, ჩვენი პროექტი შედგა, ჩვენ მიზანს მივაღწიეთ. იდეამ, დავხმარებოდით მიუსაფარ ადამიანებს და არა მარტო ადამიანებს, გაამართლა!